пятница, 22 апреля 2011 г.

SOS-ტრეფიკინგი!

1. პროექტის სახელწოდება: SOS-ტრეფიკინგი!
2. პროექტის მთავარი თემა: ტრეფიკინგი - ქმედება,რომელიც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. მისგან დაცვის გზები.
3. პროექტის აქტუალობა: აღნიშნული პროექტი, ჩვენი აზრით, მეტად აქტუალურია დღეს, როცა რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე მატულობს უმუშვრობა, ახალგაზრდების შესაძლებლობები ვერ პასუხობს მათზე წაყენებულ მოთხოვნებს, დიდია საზღვარგარეთ სწავლის, მუშაობისა და დამკვიდრების სურვილი და ნაკლებია ინფორმაცია მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ახალგაზრდობა ნაკლებადაა ინფორმირებული იმ სირთულეებისა და საფრთხის შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს უკანონო მიგრაციას.
4. პროექტის მიზნები: აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ საჭირო ინფორმაციის მოპოვება, პრობლემების სწორად გააზრება და რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში სწორი არჩევანის გაკეთება.
5. მონაწილეთა ასაკი: IX და X კლასები.
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები: პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები უკეთ გაიგებენ ტრეფიკინგის, როგორც ადამიანთა ვაჭრობის საფრთხეს, უკეთ გაიაზრებენ იმ პრევენციის ხელმისაწვდომ მექანიზმებს, რაც დაკავშირებულია უკანონო მიგრაციასთან. იმ შემთხვევაში, თუ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება, ეცოდინებათ ის საკითხები, რომლებზეც აუცილებლად უნდა მიიღონ პასუხი გამგზავრებამდე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეები უნდა იქცნენ თავისი ოჯახების, ახლობლების და გარეშემყოფების მრჩევლებად და საჭიროებისამებრ მისცენ მათ შესაბამისი რჩევა-დარიგება.
8. პრიექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, პრინტერი ბუკლეტების დასამზადებლად, დიდი ზომის ფორმატები...
9. პროექტის მსვლელობა: პროექტის განხორციელების პირველ დღეს მექნება შეხვედრა მთლიან ჯგუფთან, რომელსაც გავაცნობ თემას, მოკლედ ავუხსნი მის შინაარსს და ერთად ვიმსჯელებთ მის აქტუალობაზე. შემდეგ გავანაწილებ ფუნქციებს.
I ჯგუფს ევალება ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება ტელევიზიით გასული ან პრესაში დაბეჭდილი მასალებისა, სადაც ასახულია ადამიანით ვაჭრობის შემთხვევები. ჯგუფი შეისწავლის აღნიშნულ სიტუაციებს და გამოყოფს იმ საკითხებს,რაც არ გაითვალისწინა პირმა, სანამ ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდებოდა. ჯგუფი მოამ ზადებს პრეზენტაციას.
II ჯგუფს დაევალება მოიძიოს ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია იმ საკანონმდებლო დოკუმენტების შესახებ, რომელიც ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგაა მიმართული, აგრეთვე საქართველოში მოქმედი ფონდებისა და თავშესაფრების შესახებ, რონლებიც მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით არის შექმნილი. ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას.
III ჯგუფს დაევალება მოიძიოს ის ინფორმაცია, რომლის ცოდნაც აუცილებელია მათთვის, ვინც გადაწყვეტს საზღვარგარეთ გამგზავრებას სამუშაოდ, სასწავლებლად ან თუნდაც ტურისტად.
ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას.
გარდა ამისა, იგივე ჯგუფი აღნიშნულ ინფორმაციას გამოუშვებს საცნობარო ბუკლეტების სახით
 სახელწოდებით "წაიკითხე, დაიმახსოვრე და ურჩიე სხვასაც" და დაურიგებს მოსახლეობას.
IV ჯგუფს დაევალება მინი საღამოს ორგანიზება სკოლის ან სოფლის დარბაზში, სადაც მოხდება მუშა ჯგუფების შეხვედრა, მოპოვებული ინფორმაციის შეჯერება და როგორც სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის, ასევე სოფლის მცხოვრებლებისთვის გაცნობა.
ამ მიზნით ჯგუფს ევალება წინასწარ მოსახლეობის ინფორმირება საღამოს გამართვის შესახებ, მოსაწვევების დარიგება, საინფორმაციო გაზეთის რამდენიმე ადგილას გაკვრა, აგრეთვე დარბაზის მოწყობა და საღამოს წაყვანა პროექტის ხელმძღვანელთან ერთად.
დარბაზში პრეზენტაციები მოხდება პროექტორის დახმარებით./ Microsoft Office Excel 2007,Microsoft Office Word 2007, Microsoft Office PowerPoint 2007.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საზოგადოებრივი მეცნიერების საგნობრივი ჯგუფი, რომლის სწავლების მიზანია განუვითაროს მოსწავლეს შემდეგი უნარები:
* პრობლემის გააზრება და კავშირების დადგენა;
* ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
* პრობლენის გადაწრა;
* კვლევა;
* თანამშრომლობა;
* ადამიანის ღირსებებისა და უფლებების პატივისცემა;
* თანაგრძნობა და მზრუნველობა;
* ტოლერანტობა;
* სამართლიანობა და კანონის პატივისცემა.
მოქ.IX 2.მოსწავლე შეისწავლის მოქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაშ მონაწილეობის
ფორმებსა და საშუალებებს.
- თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად გაითამაშებს სიტუაციას, როდესაც ილახება ადამიანის ღირსება ან თავისუფლება; გამოთქვამს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას ამ ღირებულებების მნიშვნელობის შესახებ.
მოქ.IX 3.მოსწავლე იკვლევს საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობების ხელისშემშლელ და ხელშემწყობ ფაქტორებს.
- ხსნის, თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა; ასახელებს იმ საშიშროებებს, რაც მოსდევს არაკანონიერ მოქმედებას.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მაია დოფიძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა :maiadofidZe@gmail.com